აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში
15 სექტემბერი 2019საქართველოს საგარეო ვაჭრობის ასოციაციამ და აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატამ ერთობლივად გაუწიეს ორგნიზება ბიზნეს დელეგაციის ვიზიტს საქართველოში, 2019 წლის 14-დან 19 სექტემბრამდე. დელეგაციის ხელმძღვანელია აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის (SRCIC) გენერალური მდივნის მოადგილე - ქალბატონი შიაონგ თიენი, დელეგაციის წევრებს შორის არიან სხვადასხვა ბიზნეს ინდუსტრიის წარმომადგენლები. დელეგაციის ძირითად ინტერესს წარმოადგენდა წიაღისეულის ინდუსტრია საქართველოში. დელეგაციას მასპინძლობდა საქართველოს საგარეო ვაჭრობის ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ტუშური და გენერალური მდივანი მიხეილ სონღულაშვილი. შედგა შეხვედრები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, წიაღის სააგენტოს ხელმძღვანელთან, აწარმოე საქართველოს ხელმძღვანელთან, ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან. დელეგაცია გაეცნო ზოგად ბიზნეს გარემოს საქართველოში, ასევე ფორმალური პროცედურებს წიაღის ინდუსტრიაში ჩართვის შემთხვევაში. შეხვედრები შედგა ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან სხვადასხვა სფეროდან. დელეგაცია ეწვია ადგილზე ლოპოტას მარმარილოს საბადოს, გუჯარათის და მერისის პოლიმეტალის საბადოებს, ასევე მოინახულეს ქალაქები: თბილისი, ბათუმი და გორი.